1. პროექტის სახელი: წარსულის კვალდაკვალ - შიომღვიმე.
2. პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას შიომღვიმის მონასტრის შესახებ. ადგენენ ამ მონასტრის მნიშვნელობას. მოიძიებენ სურათებს. ყოველივე ამის შემდეგ მოეწყობა ექსკურსია შიომღვიმის მონასტერში.
3. პროექტის სრული აღწერა: პროექტში მონაწილე მოსწავლეები მუშაობენ სხვადასხვა საკითხებზე. კერძოდ:
· ადგენენ, სად მდებარეობს შიომღვიმე.
· აღწერენ იმ პერიოდს როცა შეიქმნა ეს არქიტექტურული ძეგლი.
· იკვლევენ ვის სახელს უკავშირდება ამ მონასტრის არსებობა.
· იძიებენ ინფორმაციას 13 ასურელი მამის შესახებ.
· ადგენენ შიომღვიმის მონასტრის კულტურულ მნიშვნელობას.
· ქმნიან სურათების გალერეას - მასწავლებლის დახმარებით.
(მოსწავლეებს მიეთითებათ ინფორმაციის მოსაძიებლად საჭირო მასალები)
4. მოსწავლეთა ასაკი: 9-10 წელი.
5. ვადების ხანგრძლივობა: 1 თვე.
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მომზადდება slide-show პედაგოგის დახმარებით, შედეგების მიხედვით მომზადდება ბლოგი, შეიქმნება გაზეთი... კლასის მზადება ექსკურსიისათვის. საინტერვიუ კითხვარის მომზადება. შთაბეჭდილებების გაზიარება.
7. მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები იუმჯობესებენ ცოდნას წარსულის შესახებ. მოხდება მათი ესთეტიური შეხედულებების ამაღლება. განუვითარდებათ ინფორმაციის ძიების სხვადასხვა სტრატეგიების გამოყენებისა და თანამშრომლობის უნარი.
8. სარგებელი სხვებისთვის: ეს პროექტი სხვებსაც გაუღვიძებს ინტერესს შიომღვიმის მონასტრის შესახებ მეტი გაიგონ. გააცნობს ღირსი შიოს ღვაწლს.
9. სამუშაო ენა: ქართული.
10. საგანთა / საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორია, ბუნება, რელიგია,ხელოვნება.
11. პროექტის ფასილიტატორი: ია წიკლაური, 178-ე საჯარო სკოლა.
12. ფასილიტატორის ელ. ფოსტა: i.tsiklauri178@gmail.com
No comments:
Post a Comment